ობამა: რესპუბლიკელებს რუსების უფრო სჯერათ, ვიდრე დემოკრატების

აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ABC-ის ეთერში განაცხადა, რომ ამერიკის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს რუსების უფრო სჯერათ, ვიდრე დემოკრატების.
“უკანასკნელ პერიოდში ჩვენ ბევრი კომენტარი ვნახეთ, საიდანაც ჩანს, რომ არიან რესპუბლიკელები, ექსპერტები ან ტელევიზიის წამყვანები, რომლებიც, როგორც ირკვევა, ვლადიმირ პუტინს უფრო ენდობიან, ვიდრე თანამემამულა-დემოკრატებს, იმიტომ, რომ ისინი დემოკრატები არიან” – თქვა ქვეყნის მეთაურმა და დაამატა, რომ ეს სიტუაცია მასში დიდ შეშფოთებას იწვევს.
“მხოლოდ ერთს ვიტყვი, უკვე ვთქვი ეს არჩევნების შემდეგ, რომ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ვლადიმირ პუტინი ჩვენს გუნდში არ არის” – თქვა ბარაკ ობამამ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს
შემდეგი სტატიაგამბიაში აშშ-ს საელჩოს თანამშროლმების ოჯახებს ქვეყნის დატოვება უბრძანეს