ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს

რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან „დაინინგ რუმში“ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”,- აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიექიმების თქმით, ნიკა გვარამიას ქალატვინის დახურული ტრავმა აღენიშნება
შემდეგი სტატიაობამა: რესპუბლიკელებს რუსების უფრო სჯერათ, ვიდრე დემოკრატების