ობამა აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელიც ხიროსიმას მოინახულებს

ობამა აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელიც ხიროსიმას მოინახულებს

ოპრეზიდენტი ბარაკ ობამა პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც იაპონიის ქალაქ ხიროსიმას მოინახულებს, 1945 წელს ამერიკის ავიაციის მიერ ქალაქის ატომური იარაღით დაბომბვის შემდეგ.
როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, ჯოშ ერნესტმა განაცხადა, პრეზიდენტი ხიროსიმას იაპონიის პრემიერთან, სიძო აბესთან ერთად მოინახულებს, შემდეგ კი, ვიეტნამში გაემართება.
აპრილში ქალაქს ეწვია აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. მან ატომური აფეთქების შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად ყვავილები მიიტანა მემორიალურ დაფასთან, ასევე სტუმრის წიგნში ჩანაწერიც დატოვა.
1984 წელს აშშ-ს პრეზიდენტი ჯიმი კარტერი იყო ხიროსიმაში, მაგრამ ამ დროისათვის მას უფლებამოსილება ამოწურული ქონდა.

banner
წინა სტატიაში(video) „აფხაზეთელი“ ბერძნების წარუმატებლობა ევროვიზიაზე
შემდეგი სტატიაპუტინმა ღამის ჰოკეის ლიგის გალა-მატჩში მიიღო მონაწილეობა