“ხოშტარიას აქვს თავის კომპლექსი რუსულ რუბლებთან დაკავშირებით, უნდა რომ სხვა მიმართულება მისცეს რუბლებს, მაგრამ რუსულ რუბლებს საქართველოში აქვს ერთი მიმართულება – ეს არის ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში. 5 მილიონი რუბლი ჩაერიცხა ცოტა ხნის წინ ხოშტარიას და ამ დღეებშიც გრძელდება თანხების მიღება. ეძებს ოჯახი ბათუმში ბინას, თბილისის შემოგარენში მიწას და ა.შ.” – აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელსაც უკვე ორჯერ გადააყარეს თავზე რუსული რუბლები.