ნურას უკაცრავად, მოლდოვაა ჩვენზე წინ – გოცირიძის პასუხი კობახიძეს

ყველა ეს განცხადება არის თავის დაზღვევისათვის, ვინაიდან ძალიან კარგად იციან, რომ საქართველო ჩამორჩება, უკრაინასაც და მოლდოვასაც დემოკრატიის ხარისხით – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, რომან გოცირიძე “ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას, რომ საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას.

გოცირიძის თქმით, მოლდოვა საქართველოზე ბევრად წინაა, ვინაიდან ქვეყანამ ოლიგარქიულ მმართველობას თავი დააღწია.

“ის, რომ თურმე მოლდოვაზე წინ ვართ ნურას უკაცრავად, მოლდოვაა ჩვენზე წინ, ვინაიდან მოლდოვამ გააძევა თავისი ოლიგარქი პლახატნიუკი და ჩვენი ოლიგარქი კულისებიდან მართავს ქვეყანას;
ისტორიული მოვლენის წინ, დემონსტრაციულად აპატიმრებ ნიკა გვარამიას ეს იმას ნიშნავს, რომ მოქმედებ რუსეთის დავალებით, ან გაწუხებს აუტანელი ბოღმა, მაგრამ საკუთარ ბოღმას ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადააყოლო” , – ამბობს რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიმედიის ცნობით, ვიქტორ მედვედჩუკმა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა
შემდეგი სტატიაკორძაია – ვაგზავნი მოთხოვნას აშშ-ის „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რათა გამოხატონ მზაობა, მიხეილ სააკაშვილს კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარონ