ნუგზარ წიკლაური: ნახევარი მილიონი ხე რომ იყოს დარგული, თბილისი შერვუდის ტყე იქნებოდა, თავისი რობინ ჰუდით

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, დღეს კორუფცია საქართველოს ყველა რაიონშია.
ამის შესახებ წიკლურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვისას განაცხადა
“გარეშე მაყურებლისთვის რთული იქნება იმის განჭვრეტა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს დღეს აქ – არის თუ არა საქართველოში კორუფცია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასახელებენ ამის კონკრეტულ ფაქტებს, თუმცა თქვენი სახით არსებობს ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც ამას უარყოფს. კომისიის შექმნა სწორედ ამის პასუხი იქნებოდა ყველა ინსინუაციაზე, ერთხელ და სამუდამოდ ზღვარს დაუდებდა იმ საუბრებს, რომ საქართველოში კორუფციაა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში ასობით ტენდერი ტარდება, რომელთა ღირებულებაც ზოგჯერ მილიარდ ლარს ცდება, თუმცა ისიც კარგად ვიცით, რომ გზები არაა, წყალი არაა, მილიარდები იხარჯება და სამუშაოები შესრულებული არა. ამბობენ, თითქოს თბილისში ნახევარი მილიონი ხეა დარგული, ასე რომ იყო, დღეს თბილისი შერვუდის ტყე იქნებოდა თავისი რობინ ჰუდით. ამ მიმართულებით “ქართული ოცნება” კომიკურობის ზღვარს გადაცდა”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ კორუფციაზე ის მარტივი მაგალითიც მიუთითებს, რომ მხოლოდ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და ნათესავები არიან დასაქმებულები და მხოლოდ მათ მეგობრებს ენიჭებათ უპირატესობა ტენდერებში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი სისტემური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მსჯელობს
შემდეგი სტატიასკანდალური ინტერვიუ- ქალთა კოლონიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ზაუტაშვილი ბესელიას და კობახიძეს ღამით ციხეში ხვდებოდა