სკანდალური ინტერვიუ- ქალთა კოლონიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ზაუტაშვილი ბესელიას და კობახიძეს ღამით ციხეში ხვდებოდა

„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“...

ქალთა კოლონიის ყოფილი თანამშრომელი კურიერთან საუბრის დროს აღნიშნული პირი ამბობს, რომ ანასტასია ზაუტაშვილი გვიან ღამით კოლონიაში დირექტორის კაბინეტში ხვდებოდა ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს. მისივე განცხადებით, ციხეში საუბრობდნენ ანასტასია ზაუტაშვილის ნათქვამიდან გამომდინარე, რომ ზაუტაშვილმა მანანა კობახიძეს 150 000 ან 200 000 გადაუხადა.

“ეს პირები ზაუტაშვილს დირექტორის კაბინეტში ხვდებოდნენ. 200 000 ლარი გადაიხადა. ის როცა სიაში არ მოხვდა ურეკავდა მანანა კობახიძეს და კობახიძე მას არ პასუხობდა. რამდენჯერმე იყო შემთხვევა ღამის 11:00, 12:00 საათზე გაუყვანიათ საკნიდან დირექტორის კაბინეტში აუყვანიათ, იყო შემოსული კობახიძე, ბესელიაც ყოფილა. მას შემდეგ, რაც კობახიძე და ბესელია ზაუტაშვილს ცალკე შეხვდებოდნენ შემდეგ ყველას ერთად ხვდებოდნენ. ანასტასია სკაიპითაც სარგებლობდა, სხვა პატიმრებიც. რამდენიმე საათი იყო ხოლმე კაბინეტში და ამბობდა, რომ კობახიძეს შეხვდა, კობახიძეს და ბესელიას. თვითონ ყვებოდა ამ ამბებს. ანასტასიას ნათქვამიდან გამომდინარე ზოგი ამბობდა, რომ ზაუტაშვილმა 150 000 ან 200 000 კობახიძეს გადაუხადა. ჩემი ინფორმაციით ფული ზაუტაშვილმა მას შემდეგ გადაიხადა, რაც ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოვიდნენ,”- აცხადებს ქალთა კოლონიის ყოფილი თანამშრომელი.

https://youtu.be/2yJr_JqD4Nk

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: ნახევარი მილიონი ხე რომ იყოს დარგული, თბილისი შერვუდის ტყე იქნებოდა, თავისი რობინ ჰუდით
შემდეგი სტატიაბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში ქუნთრუშას დიაგნოზით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა