ნუგზარ წიკლაური: ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ არ ვეგუებით მიშას განდევნას

რუსი ოკუპანტის მოკავშირე ივანიშვილის მიერ სამშობლოდან განდევნილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის ჩვენი დროის ყველაზე უსამართლო, ცინიკური და ტრაგიკული სიმბოლო.

– სახლში ვერასოდეს დაბრუნდები, – ეუბნება საოკუპაციო მთავრობა პრეზიდენტს და ამ სიტყვებით გვეუბნება ყველას, რომ ჩვენი ადგილიც არ არის საქართველოში.

არ არსებობს პოლიტიკა და ისტორია პიროვნებების და ეპოქალური ფიგურების გარეშე. სააკაშვილმა შექმნა წინსვლის დიდი ეპოქა, რომელიც შეაჩერეს და რომლის გაგრძელების ისტორიული მისია ახლა ჩვენი პოლიტიკური ძალის და მისი ლიდერის ხვედრია სხვა პატრიოტულ ძალებთან ერთად.

სააკაშვილის დაბრუნება სამშობლოში და ქართულ პოლიტიკაში ასევე არის მთავარი ბრძოლის დაწყების ნიშანი პუტინის მოკავშირე მთავრობის წინააღმდეგ.

უნდა მოვიპოვოთ საკუთარ მიწაზე ცხოვრების უფლება; ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ არ ვეგუებით მიშას განდევნას; არ ვეგუებით აღზევებული მდაბიოს პორობებს; არ ვეგუებით საქართველოს დარჩენას რუსულ ბნელეთში”-წერს ნუგზარ წიკლაური.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ აგროპროექტს სთავაზობს