საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ აგროპროექტს სთავაზობს

region
ავტ.: region აგვისტო 4, 2020 14:08

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ აგროპროექტს  სთავაზობს

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასგანაგრძობს. ამ მიზნით ბანკი ნუშის ან ზეთისხილის ბაღის გაშენებისთვის ფერმერებსახალ აგროპროექტს სთავაზობს, რაც ძირითადი და საბრუნავი საშუალებების შეძენისმიზნით აგროსესხის გაცემას ითვალისწინებს.

შეთავაზება გულისხმობს მიმდინარეხარჯების დაფინანსებას, მათ შორის „კონსულტანტის“ შრომის ანაზღაურებას.აგროსესხი 4 წლის განმავლობაში ბაღის გაშენება / მოვლისთვის საჭირო საბრუნავისახსრების სრულად დაფინანსებასაც მოიცავს.

აგროშეთავაზების ფარგლებში სესხის მაქსიმალური ვადა 120 თვეა. აგროპროექტისუპირატესობას წარმოადგენს ბანკის ჩართულობა, რათა ფერმერმა წინასწარ მოიპოვოსკონტრაქტი ადგილობრივ და საერთაშორისო შემსყიდველებთან. მნიშვნელოვანია, რომპროექტში ჩართვის შემთხვევაში შეთავაზებაზე ვრცელდება „დანერგე მომავალისა“ და„იაფი აგროკრედიტის“ საშეღავათო და საგრანტო პირობები.

აგროპროექტი Bar Lev Group-თან პარტნიორობით ხორციელდება. Bar Lev Groupწარმოადგენს ესპანურ სანერგე კომპანია Agromillora-სა და ბაღების მენეჯმენტისკომპანია Todoviloს, ასევე ებრაული სარწყავი სისტემების მწარმოებელ კომპანიაNeta;m-ს. „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევუფრო მეტი ხელშეწყობისთვის ახალი, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულიპროდუქტები შევთავაზოთ. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ წავახალისოთაგრობიზნესები და ამ მიზნით მათ ამჯერად ნუში/ზეთისხილის ბაღისგაშენება/მოვლისთვის სპეციალურ პირობებს ვთავაზობთ.

პროექტი მნიშვნელოვანიაიმით, რომ ის სრულად ფარავს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის საჭიროხარჯებს, ასევე მთლიანად აფინანსებს 4 წლის განმავლობაში ბაღის გაშენებისა დამოვლისთვის საჭირო სახსრებს. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურ რეჟიმშიგააგრძელებს აგრომიმართულების მხარდაჭერას“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა,საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა

region
ავტ.: region აგვისტო 4, 2020 14:08