ნუგზარ წიკლაური: ივანიშვილიც და პოროშენკოც იმართებიან პუტინის მიერ

საქართველოში და უკრაინაში მიშასთვის მოქალაქეობის ჩამორთმევამ და ოპოზიციის პოლიტიკურმა დევნამ ცხადი გახადა, რომ ორივე ქვეყანამ უარი თქვა დემოკრატიის ფუძემდებლურ პრინციპებზე.


ასევე ყველასთვის ნათელია, რომ ივანიშვილიც და პოროშენკოც იმართებიან პუტინის მიერ, რომლის უმთავრესი ამოცანა პოსტსაბჭოთა სივრცეზე ანტირუსული აქტივობის და თავისუფლებისთვის ბრძოლის შეფერხებაა.
საქართველოს და უკრაინის ბრძოლა ვეღარ იქნება ლოკალური, შემოსაზღვრული, რადგან ეს ბრძოლა აღარ არის მხოლოდ ქართველი და უკრაინელი ხალხების ბრძოლა.
უკრაინაშიც და საქართველოშიც დემოკრატიის ჟანდარმი პუტინი ებრძვის არა მხოლოდ ქართულ და უკრაინულ დემოკრატიას – აქ ახლა წყდება რეგიონის და მსოფლიოს დემოკრატიული მომავლის ბედი.
ვდგავართ უდიდეს გამოწვევათა წინაშე. სახეზეა კრიმინალური დიქტატურა, რომელსაც მხოლოდ ჩვენი ბრძოლით და მსოფლიოს მხარდაჭერით დავამარცხებთ.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას, რასაც ყველაზე ეფექტურად მიშა გააკეთებს.
აუცილებელი და გარდაუვალი ხდება პატრიოტული საქართველოს სრული მობილიზაცია, რადგან მხოლოდ სოლიდარობით, სახალხო გამოსვლებით და პრინციპული ბრძოლით მოვიპოვებთ თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერას.
დარწმუნებული ვარ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გამარჯვებაში.
ძალა ერთობაშია!-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

banner
წინა სტატიაშიქართული ლეგიონის მეთაური: სააკაშვილის ასეთი მეთოდით მოშორება მიუღებელია
შემდეგი სტატიაუკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პროცედურები