ნუგზარ წიკლაური დაკითხვაზე მისვლას არ გეგმავს

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში დაკითხვაზე მისვლას არ გეგმავს. ნაციონალური მოძრაობის წევრმა უწყება დღეს დილით მიღო.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, გამოძიების ამ ეტაპზე უნდა მოხდეს ტექნიკური დეტალების გადამოწმება, ხმის სინჯების აღება და ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა, რაშიც მონაწილეობის მიღებას დეპუტატი არ გეგმავს.

ნუგზარ წიკლაური დაკითხვაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში მივა.

„ეს გამოძიება არ ემსახურება არც მოქალაქის უსაფრთხოებას, არც საქართველოს ინტერესებს, არამედ ემსახურება ერთადერთს, ბიძინა ივანიშვილის სურვილს, რომ მოწინააღმდეგე პოლიტიკური გუნდის ლიდერები, ყოველდღიურად დადიოდნენ სხვადასხვა უწყებებში. არ ვაპირებ ამ პრიმიტიულ-პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობის მიღებას, რომელიც სხვას არაფერს არ უკავშირდება, თუ არა ხელისუფლების ამ სრულად მდაბიო სურვილს”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი:სიმართლე იმარჯვებს მაშინ, როცა მას უმრავლესობა აღიარებს და არა იქ, სადაც უმრავლესობაა
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭო „რუსთავი 2“-ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს