ირინა სარიშვილი:სიმართლე იმარჯვებს მაშინ, როცა მას უმრავლესობა აღიარებს და არა იქ, სადაც უმრავლესობაა

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!

სარიშვილისიმართლე ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს.
სიმართლე იმარჯვებს მაშინ, როცა მას უმრავლესობა აღიარებს და არა იქ, სადაც უმრავლესობაა.
დღეს რუსეთის მარიონეტი ივანიშვილი ორი მიმართულებით შლის ფრონტს საქართველოში, რომლის მიზანიც 2016 წლისთვის ძალთა ახალი გადანაწილება და ამ არჩევნებისთვის ერთი წლით ადრე შედეგების უზრუნველყოფაა.
ერთის მხრივ, ივანიშვილის ფასიანი მთავრობა აყალბებს არჩევნებს საგარეჯოში, ხოლო დღეს მიმდინარე აქციით ეს გაყალბება რესპუბლიკელებს ბრალდება, რაც სრული აბსურდია; და ამ აბსურდს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერთა განცხადებებიც “აპრავებს”, როცა ისინი ამ გაყალბებაში რესპუბლიკელებს ადანაშაულებენ ,ხოლო ღარიბაშვილის და ივანიშვილის მიმართ მათი ტონი სულ სხვანაირია და უფრო ნაწყენის თუ მოტყუებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ თამაშის ბოლო სავარაუდოდ რესპების, ან უფრო სწორად, რესპების ნაწილის სამთავრობო გუნდიდან ოპოზიციაში გადადენა და ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბება უნდა იყოს.
მეორეს მხრივ, ივანიშვილი იბრძვის რუსთავი 2–ის საინფორმაციო პოლიტიკის შესაცვლელად, რომელმაც, სხვა, უკვე მართულ საინფორმაციო საშუალებებთან ერთად, მისი, ანუ რუსეთის გეგმით, ახალი საინფორმაციო პოლიტიკით უნდა უზრუნველყოს ძლიერი ნაციონალური მოძრაობის მისი სიძლიერის მთავარი ფაქტორის, მიხეილ სააკაშვილისგან გამიჯვნის, შემდეგ კი ამ გამიჯნულების, გადმოდენილი რესპუბლიკელების და სავარაუდოდ ალასანიას ერთობის პიარი.
ამ დაგეგმილ ერთობაში უპირობოდ დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსი ირაკლი ალასანიაა, მაგრამ ის ძალიან სუსტი და უქარიზმო ფიგურაა, რაც გამოჩნდა კიდეც, როცა მან ქუჩის “ბრძოლა” იმ პერიოდისთვის სრულიად ურეიტინგო ბურჯანაძესთან წააგო. მიხეილ სააკაშვილისგან გამიჯნულთა მოტივაცია სხვადასხვაგვარია, ამიტომ მათ პოლიტიკურ ორიენტაციაზე რთული იქნება საუბარი, ხოლო რესპების სახით ამ ფორმალურად დასავლურ გაერთიანებაში, რუსული დესანტი იქნება, თან სრული შემადგენლობით. ამ ტიპის ერთობა, მისი სავარაუდო ლიდერიდან და შემადგენლობიდან გამომდინარე მომავალ პარლამენტში 10 %–ზე მეტს ვერ აიღებს, ისიც ივანიშვილის დახმარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ ხელისუფლებაში ოპოზიცია პრაქტიკულად აღარ იქნება.
იმისათვის, რომ მოვლენების ასეთი განვითარება თავიდან ავიცილოთ, ისევ და ისევ – ხალხი უნდა დადგეს ერთად და ერთმანეთის ნაცვლად ამ ხელისუფლებას უნდა დაუპირისპირდეს, არა თამაშით, არამედ რეალურად.
დღეისათვის ხელისუფლებისგან პროვოცირებული ორი ქუჩის კერა არსებობს:
1. – ბოლომდე მართული “პატრიოტთა ალიანსის” აქცია;
2. – ხელისუფლებისგან უმართავი რუსთავი 2–ს ეზოში საპროტესტო აქცია.
ასეთ ვითარებაში პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ სხვადასხვა მხარეს მდგომმა ხალხმა ერთად დადგომა მოახერხოს. პოლიტიკოსებს რაც შეეხება, თითქმის ყველა, ვინც საკუთარ კარიერას ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენებს, ამ ახალი გარემოებების გათვალისწინებით ახალი წესებით ითამაშებენ,
ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენი პოლიტიკოსი არ გადაუხვევს საკუთარი პრინციპებიდან, რამდენი არ იქნება მედროვე, რამდენი დარჩება გაუმიჯნავი, ხოლო ხალხიდან კი რამდენი მიხვდება, რომ რომ მათ ტრადიციულად სხვის თამაშში იყენებენ, რამდენი იტყვის უარს ურთიერთაგრესიაზე და იმის მიუხედავად, ვის ვინ უყვარს, დადგება იქ, სადაც ამ ქვეყნის ინტერესებია და არა ვინმეს კარიერა ან სიძულვილი.
იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ეტაპისთვის ეს რაოდენობა არ აღმოჩნდება საკმარისი, როგორ უმცირესობაშიც არ უნდა ვიყოთ, ხელის ჩაქნევა არ შეიძლება, რადგან უკეთესი მომავლის პერსპექტივა მაინც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს!
საქართველო დღეს არ დაწყებულა და არც 2016–ში არ მთავრდება!
სიმართლე ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს.
სიმართლე იმარჯვებს მაშინ, როცა მას უმრავლესობა აღიარებს, და არა იქ, სადაც უმრავლესობაა.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუნდაც ეს პერსპექტივისთვის ბრძოლა იყოს.ბრძოლას ისეთი მომავლისთვის, როცა აღარ ვიბრძოლებთ და როგორც ყველა, უბრალოდ ვიცხოვრებთ ნორმალურ ქვეყანაში.

ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: რუსებს ჩემს თავდაცვის მინისტრობასთან დაკავშრებით პრობლემა აქვთ
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური დაკითხვაზე მისვლას არ გეგმავს