ნუგზარ წიკლაური: 1991 წლის 22 დეკემბერს რუსებმა და აქაურმა მოღალატეებმა ტყვია ესროლეს ამ სახელმწიფოს

მთელი ცხოვრება საბჭოთა სიბნელეს ებრძოდა; 1990 წელს დაამარცხა კომუნისტები, 1991 წელს ჩაატარა რეფერენდუმი, მერე გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და დააფუძნა ახალი ქართული სახელმწიფო.
1991 წლის 22 დეკემბერს რუსებმა და აქაურმა მოღალატეებმა ტყვია ესროლეს ამ სახელმწიფოს – ეს იყო მათი პასუხი თავისუფლების სიყვარულისთვის და ხალხის გამოღვიძებისთვის.
ორი წლის თავზე სამეგრელოს ტყეებში მოკლეს მიუსაფარი, მართალი და ვალმოხდილი. აქ ვერც დავმარხეთ – წლების მერეღა ჩამოვასვენეთ საქართველოში.

ეს დანაშაული რომ არ ჩაგვედინა საკუთარი ქვეყნის და საკუთარი მომავლის წინააღმდეგ, იქნებ ასე არ დავსჯილიყავით და ამდენი წელი დაწყევლილებივით არ გვეძებნა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ბედნიერება ამ ქვეყანაში,”-წერს ნუგზარ წიკლაური

banner
წინა სტატიაშითბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში ფსიქოლოგებმა მუშაობა დაიწყეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ახალგაზრდა ელჩმა უკრაინაში “იბერიელს“ საჩუქრად კომპიუტერული და მულტიმედიური ტექნიკა გადასცა