საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა უკრაინაში “იბერიელს“ საჩუქრად კომპიუტერული და მულტიმედიური ტექნიკა გადასცა

საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ირაკლი როგავამ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ “იბიერიელს”
საქართველოს ახალგაზრდა ელჩი უკრაინაში სანდრო თოფურია წარუდგინა.

სანდრო თოფურიამ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელებს, მშობლებს და პედაგოგებს მისი ფუნქცია მოვალეობები გააცნო და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ახალგაზრდა ელჩმა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს საჩუქრად კომპიუტერული და მულტიმედიური ტექნიკა გადასცა.

როგორც სანდრო თოფურიამ ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ახალგაზრდა ელჩის ძირითადი ფუნქცია უკრაინელ სტუდენტებთან ურთიერთობა და ორი მოძმე ერის მაქსიმალური დაახლოება იქნება.

მისივე თქმით, მომავალ წელს დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: 1991 წლის 22 დეკემბერს რუსებმა და აქაურმა მოღალატეებმა ტყვია ესროლეს ამ სახელმწიფოს
შემდეგი სტატიაგვენეტაძე: ადამიანებს, რომლებსაც ვალები გაუნულდათ, ლეგალურად დასაქმების საშუალება ექნებათ