ნორვეგიული ფრეგატი ტანკერთან შეჯახების შემდეგ იძირება

ნორვეგიული სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფრეგატი “ჰელგე ინგსტადი” მალტის სანავთობო ტანკერს შეეჯახა ნორვეგიის პორტში ბერგენში. ფრეგატი ნელ-ნელა წყლით ივსება და იძირება. შეჯახება ადგილობრივი დროით დილის ოთხ საათზე მოხდა. ფოტოებიდან ჩანს, რომ ტანკერმა ფრეგატს წინა მარჯვენა მხარეს დაარტყა. დარტყმის ადგილზე თითქმის ათმეტრიანი ღრმული გაჩნდა, რომლის შედეგადაც წინა ნაწილმა ჩაძირვა დაიწყო. შეჯახების შემდეგ გემი უსაფრთხო ადგილზე გადაზიდეს და 127 კაციანი ეკიპაჟის ევაკუაცია დაიწყეს.

ტანკერს სერიოზული დაზიანება არ მიუღია. ის პორტში დაბრუნდა ინსპექციის გასავლელად.

banner
წინა სტატიაში,,ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მე ამას ყველანაირად ხელს შევუწყობ”
შემდეგი სტატიათიბისი ბანკმა Global Finance-ის ორი ჯილდო მიიღო