ნორვეგიის ელჩი სახელმწიფო ინსპექტორზე: მოვუწოდებთ პარლამენტს ინკლუზიური მიდგომისკენ

საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ჰელენ სანდ ანდრესენი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება და პარლამენტს ინკლუზიური მიდგომისკენ მოუწოდებს.

“შეშფოთებულები ვართ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის დაჩქარებული პროცესით და ყველა თანამშრომლის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ პარლამენტს ჰქონდეს ინკლუზიური და გააზრებული, აწონილი მიდგომა.

სახელმწიფო ინსპექტორს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გაძლიერდეს, რომ შეძლოს შეასრულოს თავისი როლი, როგორც დამოუკიდებელმა ადამიანის უფლებათა ინსტიტუტმა”, – წერია ელჩის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილონდა თოლორაია იმედს გამოთქვამს, რომ “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ კანონპროექტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი კელი დეგნანს შეხვდა