ნორვეგიელ ნარკომანებს ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად უფასო ჰეროინს მისცემენ

ნორვეგიის მთავრობა, ექსპერიმენტის ფარგლებში, 400 ნარკომანს უფასო ჰეროინს დაურიგებს ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად – The Independent-ი წერს. სრული პროგრამა 2020 წელს ამოქმედდება. ჯერჯერობით, უცნობია, ექსპერიმენტის მონაწილეები რა პრინციპით შეირჩევა და ექიმები მათ რა ოდენობით ნარკოტიკს გამოუწერენ. პროგრამის მომხრეები ირწმუნებიან, რომ ჰეროინთან წვდომა ზედოზირების გამო გამოწვეულ სიკვდილიანობას შეამცირებს და დანაშაულთან ბრძოლაშიც დაეხმარებათ.

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის ბენტი ჰოის განცხადებით, პროგრამის მიზანია ნარკომანების ცხოვრების ხარიხის გაუმჯობესება.

2017 წელს ნორვეგიამ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციათან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩაატარა. მოქალაქეთა უმეტესობამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომ ნარკოტიკების პრობლემაში ფოკუსი დასჯიდან მკურნალობაზე გადავიდეს, ამის მიუხედავად, ხელისუფლება უარს ამბობს ე.წ. “მსუბუქი ნარკოტიკების” ლეგალიზებაზე.
ჰეროინის სამკურნალო თერაპია უკვე მიღებული აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შვეიცარია, დანია და ნიდერლანდები .

banner
წინა სტატიაშიგრიგოლეთში მაშველებმა 19 წლის გოგონა გადაარჩინეს
შემდეგი სტატიაგაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ყაზბეგში მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო