ნორვეგია უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა, რომ ნორვეგია უკრაინას სამ მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემას გადასცემს.

მისი თქმით, აღნიშნული საჩუქრის უზრუნველყოფა შესაძლებელი გახდა ნორვეგიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობით.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა, რათა უკრაინელებმა გააგრძელონ ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ სანქციები დაუწესა ხუთ ჩინურ კომპანიას რუსული არმიის მხარდაჭერის გამო
შემდეგი სტატიანატო-ს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფცია – ვადასტურებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ