ნატო-ს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფცია – ვადასტურებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორობას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა და უკრაინასთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ინტერესი ევროატლანტიკური მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ, – ამის შესახებ ნატო-ს 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციაშია ნათქვამი.

როგორც კონცეფციაშია ნათქვამი, ალიანსი გაააძლიერებს პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას მათთან, ვინც მიზნად ისახავს ალიანსში გაწევრიანებას.

„იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებიც ისწრაფვიან გახდნენ ალიანსის წევრები, ჩვენს უსაფრთხოებასთან გადაჯაჭვულია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მათ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაძლიერებთ პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას მათთან, ვინც მიზნად ისახავს ალიანსში გაწევრიანებას, დავეხმარებით გაძლიერდეს მათი მდგრადობა მავნე ჩარევის წინააღმდეგ, გავაძლიერებთ მათ შესაძლებლობებს და გავაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ მხარდაჭერას მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორობას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა და უკრაინასთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ინტერესი ევროატლანტიკური მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ. ჩვენ ვადასტურებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ“, – ნათქვამია ნატო-ს 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციაში.

banner
წინა სტატიაშინორვეგია უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს შეხვდა