აშშ-მ სანქციები დაუწესა ხუთ ჩინურ კომპანიას რუსული არმიის მხარდაჭერის გამო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა ხუთი ჩინურ კომპანიას რუსეთის თავდაცვისა და სამხედრო სექტორის მხარდაჭერის გამო.

Financial Times-ის ცნობით, შესაბამისმა სამინისტრომ ჩინეთის ეს კომაპნები სპეციალურ სიაში შეიყვანა. სიაში შედის Connec Electronic, King Pai Technology, Sinno Electronics, Winninc Electronic და World Jetta (HK) Logistics.

სანქციები ხელს უშლის ამ კომპანიებს აშშ-ს პროდუქციის ექსპორტზე.

“დღევანდელი ქმედებები არის ძლიერი სიგნალი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის მთელს მსოფლიოში, რომ თუ ისინი შეეცდებიან რუსეთის მხარდაჭერას, შეერთებული შტატები მათ მიატოვებს”, – თქვა აშშ-ს ვაჭრობის მდივნის მოადგილემ ალან ესტევსმა.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს ინფორმაციით, უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები და არასამართლებრივი სიკვდილით დასჯა ქვეყნის 30-ზე მეტ დასახლებაში დაფიქსირდა
შემდეგი სტატიანორვეგია უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის