ნოდარ ხადური თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და საბაჟო საკითხთა მინისტრს შეხვდება

4 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მოწვევით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და საბაჟო საკითხთა მინისტრი ბიულენთ თუფენქჯი ჩამოვა.

აღნიშნული ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2016 წლის 26 იანვარს, ანკარაში საბაჟოს საერთაშორისო დღის ეგიდით, გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე.

მხარეები მიმოიხილავენ ორმხრივ და რეგიონულ ჭრილში უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის საბაჟო ადმინისტრაციების მიერ გაწეულ საქმიანობას, დასახავენ სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების სამომავლო გეგმებს, მათ შორის, ადმინისტრაციული დანახარჯების შემდგომი შემცირების ხარჯზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, თურქეთის მხარეს, „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციისას მგზავრების, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ქართველი და თურქი მებაჟეების კოორდინაციის გაუმჯობესებას, აგრეთვე, ახალქალაქი-ყარსის მიმართულებით ახალი სარკინიგზო ხაზით გადაადგილებული ტვირთისა და მგზავრების მიმართ მოქნილი და მოდერნიზებული საბაჟო პროცედურების დანერგვას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თურქეთის ვაჭრობის და საბაჟო საკითხთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საქართველოს საბაჟო ინფრასტრუქტურის (მათ შორის გაფორმების ეკონომიკური ზონის) მონახულება.

banner
წინა სტატიაშიგია შერვაშიძე : არ მგონია, განათლების მინისტრის მოადგილეობა ნიშნავდეს, რომ არჩევითი თანამდებობა ვერ დაიკავო
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი ალექსანდრ კელჩევსკის შეხვდა