ნოდარ ხადური: შემოსავალიც და სესხიც სასურველია იყოს იმ ვალუტაში, რომელშიც გვაქვს შემოსავალი

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

შემოსავალიც და სესხიც სასურველია იყოს იმ ვალუტაში, რომელშიც გვაქვს შემოსავალი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე თავად რა ვალუაში აქვს ანაბარი, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ანაბარი აქვს როგორ ლარში ასევე დოლარში.

„ანაბრები მაქვს ლარშიც და დოლარშიც, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი არ მაქვს, იმ ვალუტაში რომელშიც ადრე მქონდა შემოსავალი, ანუ მე ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში და შემოსავალი მქონდა დოლარში. ეს დოლარი მაქვს შეტანილი ანგარიშზე, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ და შემიძლია გაგიხსნათ ჩემი საბანკო ანგარიშები, სადაც მხოლოდ ლარია. შემოსავალიც და სესხიც სასურველია იყოს იმ ვალუტაშიც, რომელშიც გვაქვს შემოსავალი და ზოგადად საქართველოში ეროვნული ვალუტა ასრულებს ყველა ფუნქციას ფულის და უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ მოხდეს დედოლარიზაცია”, – განაცხადა ხაურმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: ლატარიის კომპანიასთან დაკავშირებით უახლოს მომავალში ახალ ტენდერს გამოვაცხადებთ
შემდეგი სტატია“პრემიერისგან სწრაფი რეაგირება იძლევა საფუძველს, რომ ინფორმაცია სწრაფად იქნება გამოძიებული”