“პრემიერისგან სწრაფი რეაგირება იძლევა საფუძველს, რომ ინფორმაცია სწრაფად იქნება გამოძიებული”

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის სკანდალურ განცხადებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკო ეხმაურება.
“საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება მართლაც ძალიან საყურადღებოა. ასევე საყურადღებოა ისიც, რომ ძალიან მოკლე პერიოდში, საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, პრემიერმინისტრმა გააკეთა ამაზე რეაგირება. ვფიქრობ, რომ ასეთი მყისიერი რეაგირება არის იმის გარანტი, რომ პოტენციურად საყურადღებო და შეიძლება საფრთხის შემცველი ინფორმაცია იყოს ბოლომდე და ობიექტურად გამოკვლეული“ – განაცხადა სერგენკომ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის თქმით, მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.

პაპუაშვილის განცხადებით, თვალთვალი და შანტაჟი იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ. გიორგი პაპუაშვილი უკვე ესაუბრა ტელეფონით პრეზიდენტსა და პრემიერს. სასამართლოს თავმჯდომარე მზადაა შეხვდეს საქართველოს მთავარ პროკურორსაც.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: შემოსავალიც და სესხიც სასურველია იყოს იმ ვალუტაში, რომელშიც გვაქვს შემოსავალი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ხონი და ვანი გრიგოლ ლილუაშვილის სახით ნამდვილ მეგობარს შეიძენენ