ნოდარ ხადური: ლატარიის კომპანიასთან დაკავშირებით უახლოს მომავალში ახალ ტენდერს გამოვაცხადებთ

ლატარიის კომპანიასთან დაკავშირებით, უკვე გამზადებული გვაქვს სატენდერო დოკუმენტაცია და ვფიქრობთ, რომ უახლოს მომავალში ახალ ტენდერს გამოვაცხადებთ და შემოვიყვანთ კარგ ინვესტორს,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, მთავრობა არ აპირებს ლატარიის კომპანიისათვის სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალის პატიებას.

„რაც შეეხება ამ კომპანიას, არავინ აპირებს თანხის პატიებას. ჩვენ ვსწავლობთ ყველაფერს. ამ თემაზე რეალურად ძალიან ბევრს ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამისს სტრუქტურებთან, იმასთან დაკავშირებით რომ სფერო, რომელშიც შესაძლებელია, რომ შეიქმნას დამატებული ღირებულება და ჩადგეს გარკვეული მიმართულებების სამსახურში,ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული.”- განაცხადა ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ლატარიის კომპანიის ვალი სახელმწიფოს მიმართ 216 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანია კერძოდ, გიგი უგულავას და “რუსთავი 2″-ის საქმეების გაჭიანურება”
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: შემოსავალიც და სესხიც სასურველია იყოს იმ ვალუტაში, რომელშიც გვაქვს შემოსავალი