ნოდარ ხადური – საქართველოში დღეს უმუშევრობა რეკორდულად დაბალია

საქართველოში დღეს არის უმუშევრობა რეკორდულად დაბალი, 12 პროცენტია. ეს არ არის ცოტა, ბევრია. ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანია უმუშევარი, ვიდრე იყო თუნდაც 4 წლის წინ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ნოდარ ხადურმა განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ინვესტიციების რაოდენობა გაზრდილია და საქართველო სწორ გზაზე დგას.

“ინვესტიციების რაოდენობაც გაზრდილია და თუნდაც ის, რომ აპრილში 4,3 იყო ეკონომიკური ზრდა აჩვენებს იმას, რომ საქართველო დგას სწორ გზაზე და იმ ტურბულენტურ რეგიონში, რომელშიც ცხოვრობს საქართველო, ჩვენ არათუ შევძელით შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური ზრდა, არამედ ვაღწევთ წარმატებებს.” – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი“ გახსნა
შემდეგი სტატია,,სლოვაკეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობა ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას შექმნის”