ნოდარ ხადური: მე არ გამიგია, რომ ვინმე მთავრობიდან წასვლას აპირებდეს

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

მთავრობა გააგრძელებს ფუნქციონირებას ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ მე არ გამიგია, რომ ვინმე აპირებდეს მთავრობიდან წასვლას, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ აგვისტოში “რესპუბლიკელი” მინისტრები პოსტებს დატოვებენ.
”რატომ სვამთ ამ საკითხს?! ყველა ის ადამიანი, რომელიც მოხვდება საარჩევნო სიაში, ცხადია, რომ აღარ იქნება მთავრობაში. აგვისტომდე მივიდეთ, ვნახოთ ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება საარჩევნო სიაში. მთავრობა გააგრძელებს ფუნქციონირებას ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ მე არ გამიგია, რომ ვინმე აპირებდეს მთავრობიდან წასვლას”, – განაცხადა ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიბელგიაში დაკავებული ისლამისტი მაგიური რიტუალების ჩატარებაშია ეჭვმიტანილი
შემდეგი სტატია„წინა პერიოდისგან განსხვავებით, არჩევნებზე ძალადობა არ იქნება“