ბელგიაში დაკავებული ისლამისტი მაგიური რიტუალების ჩატარებაშია ეჭვმიტანილი

ბელგიაში დაკავებული ისლამისტი მაგიური რიტუალების ჩატარებაშია ეჭვმიტანილი

ისლამისტი, სახელად აბდერამან ამერუდი ჯადოქრობებეს ატარებდა, სხვა ვერსიით, ის ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნას აპირებდა – ბელგიური მედია წერს.
ბოროტმოქმედი, პოლიციის რეიდის დროს მეიზერის რაიონში 25 მარტს დააკავეს, პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილის სტატუსით. დაკავების მომენტში ის ფეხში დაიჭრა – პოლიციელებმა იმის შიშით, რომ მას ასაფეთქებელი ექნებოდა, ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა, მას არაფერი აღმოაჩნდა.
ზურგჩანთაში, რომელიც დაკავებულს ჰქონდა, პოლიეთილენის პარკში ისეთი ნივთიერებები იპოვეს, რომელიც სასიკვდილო დაავადებებს იწვევს “ამდაგვარად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეჭვმიტანილი ბაქტერიოლოგიურ იარაღის გაკეთებას ცდილობდა. რეალობაში ეს სუბსტანციები არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენენ” – წერს გამოცემა.

გამოცემა Le Soir-ი წერს, რომ ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ზურგჩანთაში არ იდო არც ერთი ისეთი ნივთიერება, რომელიც ბაქტერიოლოგიური იარაღის დასამზადებლად გამოდგება – მათი აზრით, ის ნაპოვნ ნივთიერებებს მაგიური რიტუალებისათვის იყენებდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს იარაღით ამარაგებს
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: მე არ გამიგია, რომ ვინმე მთავრობიდან წასვლას აპირებდეს