ნიუ იორკში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ქალაქის მერის, ბილ დე ბლასიოს ქალიშვილი დააკავეს

ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, ნიუ იორკში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ქალაქის მერის, ბილ დე ბლასიოს ქალიშვილი დააკავეს.

კიარა დე ბლასიო სამართალდამცველებმა გრინვიჩი ვილიჯთან ახლოს დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. მერის ოფისში ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ამერიკის სხვადასხვა შტატში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეებმა ამერიკის დროშები დაწვეს და პოლიციის ბარიკადების აღება სცადეს
შემდეგი სტატიამინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შეიჭრა