ნინოწმინდის პანსიონში საპატრიარქოს კომისიის წევრი შევიდა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამ დომდე 29 ბენეფიციარი რჩება. მათგან დღეს სკოლაში ხოლოდ 7 წავიდა. ცოტა ხნის წინ ბავშთა პანსიონში საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი კომისიის წევრი, მამა ირაკლი ნემსაძე შევიდა, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, პროფესიით ფსიქიატრია. მისივე თქმით, ის პანსიონში როგორც ბენეფიციარებთან, ისე მათ აღმზრდელებთან გასაუბრებას აპირებს.

მამა ირაკლიმ ასევე აღნიშნა, რომ ის პანსიონში საპატრიარქომ გამოგზავნა, თუმცა იქ მისვლის სურვილი, მას თავადაც ჰქონდა.

“ვნახოთ ახლა, შევალ და გავეცნობი სიტუაციას. მე სასულიერო პირი ვარ, ამავდროულად საერო განათლებით ფსიქიატრი ვარ. ყველას უნდა შევხვდე, ველაფერი მაინტერესებს, რა ხდება, როგორ ხდება. მეც ეკლესიის წევრი ვარ და მაინტერესებს ჩავერთო”,- თქვა მან.

ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში მუშაობენ, როგორც სოციალური მუშაკები, ისე ორი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია UNISEF და World Vision Georgia. არსებული ინფორმაციით, პანსიონში შეკრება იგეგმება, რომელსაც როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სოცმუშაკები, ისე საპატრიარქოს წევრები დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშივაშაძის ინიციატივა – 20 ივნისს დაზარალებულებს სახელმწიფომ პენსია დაუნიშნოს
შემდეგი სტატიადედაქალაქში კიდევ ორი პარკის რეაბილიტაცია დაიწყო