„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კალანდაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიის შიგნით თანამდებობების დაკავებასთან დაკავშირებით, დაპირისპირებას აქვს ადგილი.
როგორც კალანდაძემ „ნაცმოძრაობის“ რიგით მეშვიდე ყრილობის დაწყებამდე განაცხადა, პარტიაში მსგავსი ერთსულოვნება დიდი ხანია არ ყოფილა.
„ყველაფერი არის ძალიან ცუდად მოგონილი ჭორი. არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ პრაქტიკულად მანამდეც, მაგრამ 30 ნოემბრის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, ასე ერთსულოვნად დიდი ხანია აღარ გვიმუშავია“, – აღნიშნა ნინო კალანდაძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ სპორტის სასახლეში პარტიის რიგით მეშვიდე ყრილობას სხდომას მართავს.