ნინო ჯავახაძე: არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნები მთელი საქართველოს
მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის ოთხ ფაქტზე. მათ შორის
გამოძიება დაიწყო თბილისში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ტვ პირველის
ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, მცხეთაში ერთ-ერთ საარჩევნო
უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე და ბათუმში ერთ-ერთ
საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე. ბრალდების
ადრესატები არიან როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის
წარმომადგენლები.
ოთხივე საქმეზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო
მოქმედებები, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას.
რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული ცალკეულ
რეგიონებში საპოლიციო ძალების და ტექნიკის მობილიზებაზე.
აღნიშნულის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია
მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.
კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელია
ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე. ვაგრძელებთ აქტიურ
მოქმედებებს – საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი
დღის განმავლობაში გაგრძელდება-აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე  ნინო ჯავახაძე.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : ამომრჩევლების მობილიზება და უბნის გარეთ აგიტაცია კანონით დაშვებული ქმედებაა
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – საქართველო გააგრძელებს გონივრულ, გააზრებულ პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით