ნინო ჯანგირაშვილი: გიორგი გაბუნიას ეთერი იყო სამარცხვინო, ვულგარული, გულისამრევი

გიორგი გაბუნიას ეთერი იყო სამარცხვინო, ვულგარული, გულისამრევი, უპასუხისმგებლო მაყურებლის და საკუთარი არხის მიმართ, რომელიც დიდი ხანია ბეწვის ხიდზე გადის. მაგრამ რეაქცია მის ეთერზე არის მხოლოდ და მხოლოდ არხის საქმე. მაქსიმუმ ჟურნალისტური ეთიკის დამცველი ორგანიზაციების საქმე. შეფასება, რა თქმა უნდა ნებისმიერი მაყურებლის საქმე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში იმ “კოლეგების“ საქმე, რომლებსაც არც ეთიკასთან გაუვლიათ ახლოს,არც ჟურნალისტიკასთან. სამარცხვინოა სახელისუფლო პერსონების ისტერიკა, რომლებმაც იპოვნეს დრო პუტინს სიყვარულში გამოუტყდნენ და კიდევ ერთხელ შეუტიონ რუსთავი2–ს. თუ თქვენი სახელმწიფოს ყოფნა–არყოფნა გაბუნიას ეთერებზეა დამოკიდებული, თქვენ ვინ ჩემი ფეხები ხართ საერთოდ. სამარცხვინოა ქოცების თავყრილობა ამ წუთებში რუსთავი2–თან, რომლებმაც 20 ივნისის შემდეგ საერთოდ ხმის ამოღების მორალური უფლება დაკარგეს ამ ქვეყნის ბედზე, რადგან სილაში თავჩარგულები არიან ოკუპანტის მიერ საქართველოს შეურაცხყოფის და საკუთარი ხელისუფლების მიერ მოქალაქეების დასისხლიანების მიუხედავად. შეწყვიტეთ ეს მასკარადი. გაბუნიას იდიოტობა ვერ გადამაფიქრებინებს რუსთავი ორის დაცვას ვერც მე და ვერც ათასობით სხვა ადამიანს. ნუ გგონიათ რომ მომენტი იპოვნეთ თორემ მიიღებთ საკადრის პასუხს-წერს ნინო ჯანგირაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკომიკურია ბახტაძის, კალაძის და მათ ქვემოთ წვრილფეხა ქოცების ოპერტიული გამოხტომა და მენტორული ტონით საუბარი
შემდეგი სტატიარუსთავი 2 ის საგანგებო განცხადება