ნინო ბურჯანაძე: ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ნაციონალური მოძრაობის ოფისში შემოვიდოდი

“ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მივიდა. მისი თქმით, ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებს და სამართლიანობას იცავს. მისი თქმით, ჩვენი სამშობლო ვერ გახდება ბიძინა ივანიშვილის ბოსტანი.

“კი, სიმბოლურია ჩემი აქ მოსვლა, ნამდვილად ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ნაციონალური მოძრაობის ოფისში შემოვიდოდი და ორმაგად, არ მინდა რაღაც დრამატიზება გავუკეთო, მაგრამ არაა მარტივი, თუნდაც იმიტომ, რომ აქ მომიწია მოსვლა უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად”, – თქვა ნინო ბურჯანაძემ.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, რომ ყველა იმედი, რაც მასთან იყო დაკავშირებული ფეხქვეშ გათელა. ნიკა მელიას ნამდვილად ეკუთვნის დაცვა იმიტომ, რომ წესიერი, პრინციპული ადამიანია და თუ ვინმეს რაღაც ჭმუნვები აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, ეს ნიკა მელიას ნამდვილად არ ეხება. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, უკანონოდ და უსამართლოდ, ვინც არ უნდა დასაჯონ, თუნდაც ეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი იყოს, ისიც უნდა დაიცვა. თუ ხარ მართალი და იცავ სამართალს, ყველას მიმართ უნდა იყო მართალი, თუ არადა სხვა რამეს, შერჩევითი სამართალი ჰქვია“, – განაცხადა ბურჯანაძემ

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მეორედ შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გამზარდია: ამასობაში ნიკა მელია რეკორდსმენია
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ჩასვრილებად და ტილიანებად დარჩებიან, ოღონდ, საარაკოდ ტილიანებად და ჩასვრილებად