ნინო ბურჯანაძე: ,,ფორმულაზე” თავდასხმის ფაქტზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა”

,,ერთიანი საქართველოს ” ლიდერი ნინო ბურჯანაძე გმობს ტელეკომპანია
,,ფორმულას” თანამშრომლებზე თავდადხმის ფაქტს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

,,ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტი ხელისუფლების მხრიდან არის კიდევ ერთი შეტევა თავისუფალ და კრიტიკულ მედიაზე. თავდასხმისა და ძალადობის უკვე მერამდენე ფაქტი იხილა საზოგადოებამ.
უკვე მერამდენედ ვუყურებთ თუ როგორ ემუქრებიან, როგორ ცდილობენ დააშინონ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები.

ტელეკომპანია
,,ფორმულას” ჟურნალისტი ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმის შემდეგ, დღეს ცნობილი გახდა ორი სხვადასხვა ფაქტი, თუ როგორ ძალადობენ
,,ფორმულას” თანამშრომლებზე, ესხმიან თავს და უსწორდებიან ფიზიკურად.

,,ქართული ოცნება” მუდმივად ახორციელებს საკუთარ ზეგავლენას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით.

თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება.

თუ კი მედიის წარმომადგენლების მიმართ არ შეწყდება მუქარა, მათ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა, ფიზიკური ანგარიშსწორება პასუხს აგებს ხელისუფლება.

ვგმობ თითოეულ ამგვარ ფაქტს და მოვითხოვ საგამოძიებო უწყებამ და მთლიანად ხელისუფლებამ დროულად გამოიძიოს ტელეკომპანია
,,ფორმულას” თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტები და ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას, რომლისთვისაც აუცილებელია თავისუფალი მედია გარემო, ობიექტური, ოპერატიული და მიუკერძოებელი ინფორმაცია”.
-აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის დედოფლის მეუღლე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარუსეთი უკრაინას ნატოში შესვლის შემთხვევაში ღიად ემუქრება