რუსეთი უკრაინას ნატოში შესვლის შემთხვევაში ღიად ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დონბასში მასშტაბური ესკალაციით ემუქრება, რომელსაც “სახელმწიფოებრივი შედეგები” მოყვება იმ შემთხვევაში, თუკი კიევი ნატოში გაწევრიანდება – უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე თქვა – უკრაინული “ევროპული პრავდა” წერს.

“ჩვენ ყურადღება მივაქციეთ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელიც გუშინ დონბასში იყო, მან თქვა, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება რეგიონში კონფლიქტს დაასრულებს. ალიანსში ჰიპოთეტური გაწევრიანება კიევის მოლოდინების საწინააღმდეგოდ არა თუ რეგიონში კონფლიქტს დასრულებს, არამედ, პირიქით, სამხრეთ-აღმოსავლეთში სიტუაციის მასშტაბურ ესკალაციას გამოიწვევს, რაც, შესაძლებელია უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის შეუქცევადი შედეგებით დასრულდეს” – რუსული “ტასი” ციტირებს ზახაროვას.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ასევე, თქვა, რომ კიევი “სამხედრო განწყობებით”, ისევე, როგორც ადრე, “ილუზიებით ცხოვრობს, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით კონფლიქტი, შესაძლებელია სამხედრო ძალებით მოაგვაროს”, უკრაინული მედია კი ქმნის “რუსული მითოლოგიური საშიშროების შესახებ ისტერიას, რომ მოსკოვის გეგმაა ხვალვე თავს დაესხას უკრაინას…” – თქვა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინაში მასშტაბური პროვოკაციისთვის ემზადება. უკრაინა-რუსეთის საზღვარზე კი რუსეთმა დაახლოებით 4 ათასი რუსი ჯარისკაცი გადასხა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ,,ფორმულაზე” თავდასხმის ფაქტზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა”
შემდეგი სტატიასომხეთში სამხედრო ტყეების ნათესავები აქციას მართავენ