ბრიტანეთის დედოფლის მეუღლე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

9 აპრილს, 99 წლის ასაკში ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეტ II-ის მეუღლე პრინცი ფილიპი გარდაიცვალა – სამეფო კარის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. ედინბურგის ჰერცოგი საავადმყოფოში თებერვალში მოხვდა, ის თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა ავადმყოფობა კორონავირუსთან არ ყოფილა დაკავშირებული. ვარაუდობდნენ, რომ პრინცი ფილიპი საავადმყოფოში რამდენიმე დღე გაჩერდებოდა, თუმცა, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გაწერეს. მარტის დასაწყისში კი მან გულის ოპერაცია ჩაიტარა.

პრინცი პრინცესა ელისაბედზე 1947 წელს დაქორწინდა, 5 წელიწადში ის დედოფალი გახდა და ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება ბრიტანეთის ისტორიაში. მათ ოთხი შვილი, რვა შვილიშვილი და 10 შვილთაშვილი ყავთ.
პრინცი ფილიპი გერმანულ კონძულ კორფუზე 1921 წლის 10 ივნისს დაიბადა.

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია: საქართველოს ისტორია იყო და არის დამოუკიდებლობის მოპოვების, მერე მისი დაკარგვის, ტერიტორიული მთლიანობის რღვევის და კვლავ აღდგენის, განუწყვეტელი პროცესი
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ,,ფორმულაზე” თავდასხმის ფაქტზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა”