ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებაზე საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მისთვის შეფარდებული გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდას ითხოვს.

ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს გადახდას არ აპირებს. თავად მელია სასამართლო პროცესს არ ესწრება.

„დღევანდელ სხდომაზე განიხილება აღკვეთის ღონისძიების საკითხი. ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებილი აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიების შეცვლით. ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნაა, გირაოს ოდენობა გაიზარდოს. ასევე, გამოყენებული იქნეს დამატებითი ღონისძიება.
საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მან პირველ ნოემბერს საჯაროდ მოიხსნა სამაჯური, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების საშუალება იყო. მას ეს სამაჯური დამაგრებული ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად, ეს მოცემულობა წარმოადგენს აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის დარღვევას. ჩვენი მოთხოვნა აქედან გამომდინარეა დასაბუთებული.

ჩვენი მოთხოვნაა, გირაო განისაზღვროს 100 ათასი ლარით და დამატებითი ღონისძიების სახით, აეკრძალოს სახელმწიფო საზღვრის დატოვება, წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე“, – განაცხადა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.

banner
წინა სტატიაშირიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება
შემდეგი სტატიაკოლეჯი “იბერია” რობოტიკის სკოლაში მსურველების მიღებას იწყებს