რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების აქცია იმართება. ისინი არჩევნების შედეგების გაბათილებასა და ცესკოს ახალი შემადგენლობით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიციის წარმომადგენლები უარს ამბობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზეც.

“გუშინდელი დღე, როდესაც არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ აღიარა თამარ ჟვანია, მათ შორის არც პრორუსულმა ოპოზიციამ, ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ თამარ ჟვანიას არ აქვს უფლება არჩევნების შედეგი გამოაცხადოს. ყოველთვის ყველა არჩევნების შემდეგ იყო საუბარი არჩევნების გაყალბებაზე, მაგრამ ყოველთვის არსებობდა ოპოზიციური პარტია, რომელიც აღიარებდა არჩევნების შედეგებს.

ისე თვალნათელი იყო, ისე ნაგლად მოიპარა ბიძინა ივანიშვილმა ეს არჩევნები და ისე გადაწერა თვალსა და ხელს შუა ოქმები, რომ ეს შედეგი მიიღო. მას კიდევ აქვს შანსი, რომ უკან დაიხიოს, სანამ ბოლომდე აივსება მოთმინების ფიალა”,-ამბობს მირდატ ქამადაძე.

banner
წინა სტატიაშიმელიას მამა: გირაო ერთხელ გადაიხადა, ბინა ჩავდეთ, იგივე საქმეზე ორჯერ რატომ ახდევინებენ
შემდეგი სტატიანიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებაზე საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს