ნიკა მელიას უკნიდან მიეპარნენ და ხელი დაარტყეს

თბილისში, ვაზისუბნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ დეპუტატები იმყოფებიან, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ნიკა მელიას უკნიდან მიეპარნენ და ხელი დაარტყეს, ადგილზე იყო პოლიცია, რომელმაც ვერ მოახერხა დროული რეაგირება.

ნიკა მელია ამბობს, რომ ადგილზე “შპანაა” მობილიზებული.

როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, ნიკა მელიამ წააგო არჩევნები, ახლა დადის და პროვოკაციებს აწყობს.

ამასთან, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ შუქი საარჩევნო უბანზე სპეციალურად ჩააქრეს და დანაშაულებრივი ჯგუფების მობილიზება მოახდინეს.

„ჩააქრეს შუქი იმ შენობაში, სადაც ყველგან შუქია და უბანზე არ არის. მოახდინეს დანაშაულებრივი ჯგუფის მობილიზება. დეპუტატები უდგანან სათავეში. არ გაგივა კალაძე. რაც არ უნდა კორცხელი მოგეწყო, გეძალადა ჟურნალისტებზე, დაგეპატიმრებინა ადამიანები უკანონოდ. ზუსტად ვიცით, რა ბრძოლაში ვართ. ჩვენი ინტერესი არ არის ამათ ავყვეთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიანი წითლიძე: დამაკავეს იმის გამო, რომ კარუსელი არ დავუშვით
შემდეგი სტატიამელია: გაიგეთ კანონიერო ქურდებო, ვითომ ძველო ბიჭებო და კრიმინალებო, თქვენ ვერ იქნებით დომინანტები ამ ქალაქში