ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზე იწყება ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ ასევე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ კი, ნიკა მელია საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

banner
წინა სტატიაშიკირილმა ილია II-ს საქაღალდე დაუგდო და ხელი მოაწერინა არასასურველ დოკუმენტზე
შემდეგი სტატიამეუფე პეტრე პოლიტიკაში მის შესაძლო წასვლაზე: არასდროს თქვა არასდროს