“ნიკა მელიას საკმაოდ მძიმე ბრალდებები ჰქონდა”

ნიკა მელიას საკმაოდ მძიმე ბრალდებები ჰქონდა და აქტივობებიც საკმაოდ განახორციელა. მისი აქტივობები არაფერ შუაში არ არის. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რეგლამენტის მიხედვით, როდესაც ბრალდებულია, ავტომატურად წყდება უფლებამოსილება. ან სხვა გარემოება როდესაც არსებობს, განცხადებას წერს, ან უგზოუკვლოდ იკარგება. ჩამონათვალია და მათ შორის ერთ-ერთი ეგ მუხლია, თუ რატომ შეიძლება პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტოს დეპუტატს. პრაქტიკულად, ეს მექანიკური გადაწყვეტილებაა და არა შინაარსობრივი“,- განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა ადგილი შურისძიებას ნიკა მელიას მიმართ, ვოლსკი აცხადებს, რომ შურისძიება, იმ რეჟიმს ახასიათებდა, რომელთა ინტერესებსაც ნიკა მელია ყოველთვის ატარებდა.

„შურისძიება, წამება, შეურაცხყოფა, ღირსების წართმევა, სიცოცხლის წართმევა. ეს არის ის, რაც ახასიათებს იმ რეჟიმს, რომელთა ინტერესებსაც ყოველთვის ატარებდა ნიკა მელია. ყოველთვის, მის წინა სამსახურშიც, ახლაც და პარლამენტის შტორმის დროსაც“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა პარლამენტის წინაშე ფიცი დადეს
შემდეგი სტატიაოთარ ჩრდილელი მანდატს ტოვებს