ნიკა მელია: ვსამართლდებით ამ განაჩენით ყველა, ვინც ისტორიის სწორ მხარეს ვართ

მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, ყველა ჩემი კოლეგის სახელით ძალიან დიდი სოლიდარობა ვიგრძენი უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ისეთი, როგორიც არასდროს, 41 წლის განმავლობაში არ მიგრძვნია.

გუშინ, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს კი ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო. თუმცა, ყველაზე მთავარი, ხვალინდელი დღე, არც მეტი და არც ნაკლები, ჩვენი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზე არის დამოკიდებული.

ის ვერდიქტი, რომელიც გუშინ გამოიტანა გავრილოვის სასამართლო პარლამენტმა, ბევრი შემედავებით ალბათ, რომ გუშინდელი სხდომა არ იყო საპარლამენტო სხდომა, ეს იყო სასამართლო სხდომაც. დღევანდელი ვერდიქტი არ ასამართლებს ერთ, ორ ან სამ ადამიანს, ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, ხმა აიმაღლა, სამართლიანად აღშფოთდა, თვალებში ჩახედეს უსამართლობას, რომელსაც გავრილოვის სახით სთავაზობდა ქართველი ხელისუფლება და თვალებგახელილმა ახალგაზრდებმა, რეზინის ტყვიებს დათვებზე სანადირო ტყვიებს თვალები არ დაუხუჭეს და თვალების დაკარგვის ხარჯზე სიამაყე, ღირსება და თავისუფლება შევინარჩუნეთ.

ასამართლებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის მომხრე უკეთესი ხვალინდელი დღის, განვითარებული საქართველოსი. რა დილემის წინაშე ვდგავართ, ან თავისუფალი საქართველო ან დამონებული საქართველო. ან თავისუფალი ხალხის თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მომავალი ან ოკუპანტის ბორკილები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ხელისუფლება, რეჟიმი დგას მხოლოდ ძალმომრეობაზე, ჩვენ მხარეს კი არის ის სიმართლე, რომლის გამოც ისტორიულად თაობებს სიცოცხლეც კი დაუთმიათ.

თავისუფლების იდეა ივანიშვილო, გავრილოვო არ გასამართლებულა არასოდეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში და არც ახლა გასამართლდება და ეს ძალმომრეობა და ძალადობა დამთავრებულია. თქვენ გაწყვიტეთ ის ჯაჭვი, რომელიც გეგონათ იყო ძალიან მყარი და ეს ძლიერება უსამართლობის ძლიერება, თქვენ გეგონათ იქნებოდათ სამარადჟაო.

მე საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ გამარჯვებას, იმიტომ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ დღეს, არა მხოლოდ პოლიტიკურად, ზნეობრივად, სულიერადაც გამარჯვებული ვართ, რადგან ამ ყველაფრისთვის უამრავ ჩვენ წინაპარს უცხოვრია, რომ ებრძოლა და მოეპოვებინა თავისუფლება. აქ ვართ, ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზე არის.

წაშლილი არის ყოველგვარი პარტიული ნიშანი, პარტიული პოლიტიკა, არსებობს მხოლოდ ორი მხარე – ქართული ეროვნული მოძრაობა და მეორე მხარეს – ოკუპანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენლები.

მიხარია, რასაც ახლა ვხედავ, რასაც ახლა ვგრძნობ, რომ ყველანი, აბსოლუტური უმრავლესობა ვდგავართ ისტორიის წინა მხარეს-აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე – საქმე მარტო ნიკა მელიას მიმართ განაჩენში არაა, საქმე ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებასა და თავისულების დაკარგვაშია, ქვეყანა გადასარჩენია
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: ჩვენ გვყავს ორი ძალიან ახლო პარტნიორი, უკრაინა და საქართველო