ნიკა მელია პავილიონისს ციხიდან მადლობას უთვლის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს ციხიდან მხარდაჭერისთვის მადლობას უთვლის.

როგორც პავილიონისმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, მელიას სიტყვები მისმა წარმომადგენელმა გადასცა. პოლიტპატიმარი მას მადლობას უხდის იმისთვის, რომ მისი საქმე საერთაშორისო მეგობრებთან წამოწია. “რომ არა თქვენ, ეს საკითხი ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დღის წესრიგში ასე მაღლა არ იქნებოდა, ამიტომ პირადად თქვენ, კიდევ ერთხელ გადაგიხადათ ძალიან ბევრი მადლობა”, – წერს პავილიონისი.

banner
წინა სტატიაშიმოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში… 2 კვირა გვრჩება – პავილიონისი
შემდეგი სტატიარას ითვალისწინებს საარჩევნო რეფორმა – სამუშაო ჯგუფი დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს