მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში… 2 კვირა გვრჩება – პავილიონისი

თუ საქართველოს პრემიერმა ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე 6 პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმებაზე ვერაფერი უთხრა შარლ მიშელს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გარკვეულწილად საქართველო დავკარგავთ – ამბობს ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტის პავილიონისი ონლაინკონფერენციაზე, რომელიც “ატლანტიკური საბჭოს” ორგანიზებით ჩატარდა და სადაც მთავარი თემა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი იყო.

პავილიონისი ამბობს, რომ დროა, პროცესებში აშშ უფრო აქტიურად ჩაერთოს

მინდა ჩემს მეგობრებს მივმართო ვაშინგტონში. მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში. მინიმუმ მხარდაჭერა გამოუცხადოს ევროპული ლიდერების ძალისხმევას, ვინაიდან, სამწუხაროდ, ქართული ოცნების მთავრობა არ ეთანხმება ამ 6 პუნქტიან ჩარჩოს.

ჩვენ ვნახეთ გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადება ამ საკითხზე. თუ გვსურს, რომ ყველა მხარე დავუბრუნოთ მოლაპარაკების მაგიდას, ახლა არის დრო ვაშინგტონმა გამოიღვიძოს. თუნდაც ჩავიდნენ საქართველოში. მაგალითად, ჩავიდეს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ჩვენ 2 კვირა გვრჩება. საქართველოს პრემიერი უნდა ჩამოვიდეს 2 კვირაში ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე და თუ მან 6 პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმებაზე ვერაფერი უთხრა შარლ მიშელს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გარკვეულწილად საქართველოს დავკარგავთ” ამბობს პავილიონისი.

banner
წინა სტატიაშიახლა ამ შეცდომის ფასს ვიხდით – პავილიონისი საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭებაზე
შემდეგი სტატიანიკა მელია პავილიონისს ციხიდან მადლობას უთვლის