ნიკა მელია: მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება პარალელურად სამოქალაქო პროტესტის მზადება დაიწყება

რეალურად „ქართული ოცნება“ შლის მოლაპარაკებების პროცესს კადნიერი და უღირსი განცხადებებით და პირდაპირი თავდასხმითი გზავნილებით, რომელიც ეხება ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“, მთავარ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც თითქოს ბიძინა ივანიშვილის სურვილით უნდა მოიხსნას რეგისტრაციიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, არავის მიეცემა იმის თქმის საფუძველი, რომ ოპოზიციამ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.

„მიუხედავად ყველაფრისა, ბუნებრივია, ჩვენ იმ ფუფუნებას ვერ მივანიჭებთ ვერავის, რომ ვთქვათ, ჩვენ ჩავშალეთ მოლაპარაკებების პროცესი. ამიტომ მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება, ჩვენ იქ ვიქნებით წარმოდგენილი, პარალელურად ბუნებრივია, სამოქალაქო პროტესტის მზადება დაიწყება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოტივის გარშემო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიპრემია „საბას“ მეთვრამეტე დაჯილდოება 26 დეკემბერს გაიმართება
შემდეგი სტატიაივანიშვილის რეჟიმის უპრინციპობას და უსინდისობას აქვს ერთი დადებითი, გვერდითი ეფექტი – მათ სიტყვის ფასი არის ნული