ნიკა მელია ხელისუფლებას ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდაში ადანაშაულებს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, მთავრობას ხარჯების არასწორად დაგეგმასა და განაწილებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ესტონური მოდელი არასწორად გაიგო.

ამის შესახებ ნიკა მელიამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

“ესტონელებისგან კი არ გადმოიღეთ, არამედ დააბრალეთ თავს. ხარჯი კი არ შეამცირეთ, არამედ ბიუროკრატიული ხარჯი გაზარდეთ, შიდა ვალი 2 მილიარდით გაზარდეთ,“ – აცხადებს ნიკა მელია.

ამასთან, მან ხელისუფლება ეროვნული ბანკის შუაზე გახლეჩასა და ქვეყანაში შემოსავლების კლებაშიც დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაში(Video) ენმ-ის მმართველობის დროს ისეთი საგარეო შოკები იყო, ქართულ ოცნებას არც მოლანდებია, მაგრამ ლარი იყო მყარი – სერგი კაპანაძე
შემდეგი სტატია(Video) ცოტათი მიკვირს პრეზიდენტის ბუტიაობა კანონმდებლობაზე – ლევან კობერიძე