ნიკა მელია: ჯერ ისტორიას არ ახსოვს, ქართველბს გაერთიანება მოეხერხებინოთ და არ გაემარჯვოთ!

საპროტესტო დემონსტრაციების დაშლით, ოლიგარქი ვერ შეაჩერებს საკუთარი ძალაუფლების დაშლის პროცესს.

უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება და დასრულდება გამარჯვებით, რადგან ქართველები ყოველთვის იმარჯვებენ, როდესაც ერთიანდებიან და ახლა სწორედ ეს პროცესია – ყველა ერთად იბრძვის ერთი მიზნისთვის – რასაც ჰქვია თავისუფლების შენარჩუნება.

დიახ, დღეს საზოგადოება სწორედ თავისუფლების შენარჩუნებისთვის და არა უბრალოდ პროპორციული არჩევნებისთვის იბრძვის. თავისუფალი ხარ მაშინ, როცა გაქვს არჩევანის საშუალება.

როგორც ამ ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დღეს ერთად მებრძოლ ყველა ძალას – ყველა ოპოზიციურ პარტიას, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა ჯგუფს და თითოეულ სამოქალაქო აქტივისტს, თითოეულ მოქალაქეს, ვინც ამ ყინვაში და ივანიშვილის მდინარე დუჟში – წყლის ჭავლში დგას თავისუფლების სადარაჯოზე!

საგანგებოდ გადავუხდი მადლობას ენმ-ის წევრებს, აქტივისტებს, მხარდამჭრებს, ვინც აგერ უკვე მერვე წელია უშვერს მკერდს ივანიშვილისგან წამოსულ წყლის თუ სხვა ათსგვარი სიბინძურის ჭავლს.

მოკლედ, ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ! გამარჯვება გარდაუვალია. ჯერ ისტორიას არ ახსოვს, ქართველბს გაერთიანება მოეხერხებინოთ და არ გაემარჯვოთ!-წერს ნიკა მელია .

banner
წინა სტატიაშიცაგერში მოკლული ერთ-ერთი პოლიციელი დეპუტატ კარლო კოპალიანის სიძეა
შემდეგი სტატიააშშ-ის სახ. დეპარტამენტი მხარს უჭერს შეკრების თავისუფლებას და მხარეებს ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს