ნიკა მელია: ივერი მელაშვილისა გაუტეხლობამ, უკომპრომისობამ დააყენა დღევანდელი შედეგი

“კარტოგრაფების გათავისუფლებას ენმ-ს ლიდერი, ნიკა მელია ეხმაურება და წერს, რომ ის შედეგი, რაც დადგა, სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლისა და საერთაშორისო წნეხის შედეგია:

ივერი მელაშვილისა გაუტეხლობამ, უკომპრომისობამ, მისი ადვოკატების, სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლამ და საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხმა დააყენა დღევანდელი შედეგი – დღეს ბატონი ივერი საკნის ნაცვლად სატელევიზიო ეთერებშია და დაუნდობლად ამხელს მოძალადე ხელისუფლებას.

ვუსმენ ბატონ ივერი მელაშვილს და არ მესმის, როგორ არ უნდა აენთო ბრძოლის ჟინით, თუ ამ პატრიოტ და უტეხ კაცს უსმენ?!

დავიჯეროთ რომ ყველას შეგვიძლია გამარჯვება!” -წერს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტის შესრულება არ დასრულებულა და ეს ყველაფერი ვადამდელი არჩევნებით უნდა დასრულდეს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: კომედიანტები მართავენ სახელმწიფოს