ნიკა მელია: ენმ-მ ჩაიბარა ქვეყანა, სადაც არ იყო სახელმწიფო ინსტიტუციები, ჯარი, პოლიცია, ხელფასი

„ნაციონალური მოძრაობა არის პოლიტიკური ოჯახი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნა ახალი ქართული სახელმწიფოა,“-განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ ენმ-მ ჩაიბარა ქვეყანა, სადაც არ იყო სახელმწიფო ინსტიტუციები, ჯარი, პოლიცია, ხელფასი.

„არ იყო იმედი, რომ ოდესმე შეიცვლებოდა ის, რაშიც ჩვენ ვცხოვრობდით. ეს იყო შეუმდგარი სახელმწიფო, სადაც უცხოელისთვის სტუმრად ჩამოსვლაც კი იყო საშიში. ელემენტარულად არსებობდა რისკი რომ მას ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცებდნენ და ეს საქართველოში ერთ ერთი წარმატებული ბიზნესი გახლდათ და ამის შემdეგ ამ პოლიტიკურმა ოჯახმა ისე განავითარა ტურიზმი და ტურისტული პროექტები რომ წელს უკვე ვსაუბრობთ რომ ამ ქვეყანაში 9 მილიონი ტურისტი შემოდის,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

მან სიტყვით გამოსვლისას შეცდომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ენმ იყო ერთ-ერთი პარტია, რომელმაც მშვიდობიანი გზით გადასცა სხვა პოლიტიკური ძალას ხელისუფლება. ნიკა მელიას თქმით მიუხედავად “ოცნების” დაპირებებისა ქვეყანამ მიიღო მეტი სიღარიბე, უმუშევრობა, უსამართლობა, გაზრდილი კრიმინალი.
„ჩვენ ვიხილეთ გაბოროტებული ოლიგარქი, რომელიც ფეხქვეშ თელავს სახელმწიფო ღირსებას. „ოცნება“ შეგვპირდა მშვიდობას და სანაცვლოდ მივიღეთ ოკუპანტების მიერ მოკლული მეტი და მეტი ადამიანები. ოკუპაციის ხაზის მუდმივი გადმოწევა ხდება. სულ უფრო მეტ ჩვენ თანამოქალაქეს არ ეძლევა საშუალება ოჯახის წევრების საფლავებზე მისვლის,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ ენმ-ს წევრების დევნასა და შერჩევით სამართალზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება მიზანმიმარულად ახდენს ზეწოლას პარტიის აქტივისტებზე და აპატიმრებს მათ.

ნიკა მელიამ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ პარტიებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პოლიტიკური მოძრაობების ერთობა ახლა როგორც არასდროს არის გადამწყვეტი ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულებლად.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/Nika.Melia5/videos/443799609696239/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

 

banner
წინა სტატიაშივიზიარებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას
შემდეგი სტატიანატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვიდა