ვიზიარებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას

ვიზიარებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, მინდა, რომ შევიდე მათ რიგებში, ალბათ მალე მიმიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, დევი ჭანკოტაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე განაცხადა.

„აქ ვიმყოფები სტუმრის სტატუსით. აბსოლუტურად ვიზიარებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, პროგრამას და მხარს ვუჭერ.

იმედი მაქვს, გაიმარჯვებენ არჩევნებში და საქართველოს ეყოლება ნამდვილი პატრიოტი, ეროვნული მთავრობა და პარლამენტი. აუცილებლად მინდა, რომ შევიდე მათ რიგებში. ალბათ მალე მიმიღებენ“, – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ყოფნა, უხერხულობას არ მიქმნის
შემდეგი სტატიანიკა მელია: ენმ-მ ჩაიბარა ქვეყანა, სადაც არ იყო სახელმწიფო ინსტიტუციები, ჯარი, პოლიცია, ხელფასი